უკრაინის ელჩი სამინისტროს მასშტაბური პროექტებით დაინტერესდა
21 მარტი 2017
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ელჩი მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა, ისაუბრეს იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)